ეკონომიკა
10/02/2023
ავტორი: Business Partner

TRACECA-ს ფარგლებში ერთიანი სატარიფო მიდგომების შემუშავება იგეგმება

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA)  გენერალური მდივანი ასეტ აზავბაევი განცხადებით, აუციელებელია აღინიშნოს, რომ დღეიდან საქართველოს TRACECA-ს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

მისივე განმარტებით, დღევანდელი ღონისძიების დღის წესრიგოთ გათვალისწინებულია სისტემური გადაწყვეტილებების მიღება TRACECA-ს დერეფანში ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით. მათ შორის ის ტვირთები, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით გადის.

როგორც ასეტ ასავბაევი აცხადებს,TRACECA-ს პლატფორმა საშუალებას იძლევა შეიქმნას ერთიანი მიდგომა, ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო, რათა გამოირიცხოს საზღვრის კვეთის დროს რაიმე სახის პრობლემა.

"დღის წესრიგით, პირველ საკითხად გათვალისწინებილია კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის უკეთ ათვისება და გაღრმავება, გადაზიდვების ხარჯის შემცირების მიზნით. როგორც იცით, TRACECA-ს მარშრუტის როლი  არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე დღეს ძალიან აქტუალურია.

პრიოტიტეტები გადაიხედა და დღევანდელ დღეს უფრო მეტი უპირატესობა ენიჭება TRACECA-ს  დერეფანს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ისეთი ინიციატივები, როგორიცაა მულტიმოდალური სატრანსპორტო კავშირები და გადაზიდვების განვითარება.

შეთანხმება ერთიანი სატრანზიტო შეთანხმების შესახებ, რომელიც დაეხმარება გადამზიდს ყველა ქვეყანაში ისარგებლოს ერთი ნებართვით და აღარ დასჭირდეს ახალ-ახალი ნებართვების აღება ყველა საზღვრის კვეთაზე. ყველა ეს ზომები მიმართულია დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისკენ.

აუცილებელია ასევე აღინოშნოს, რომ TRACECA-ს ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში შევიმუშაოთ ერთიანი სატარიფო მიდგომები საკონტეინერო გადაზიდვების მიმართულებით. იმისთვის, რომ საკონტეინერო გადაზიდვები უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენი დერეფნით, ჩვენ გადავხედავთ და შევიმუშავებთ ერთიანი მიდგომის პოლიტიკას საკონტეინერო გადაზიდვებისთვის,"-აცხადებს ასეტ ასავბაევი.

მისივე ინფორმაციით, მართალია დღეს გარკვეული ტარიფები მოქმედებს, მაგრამ მას ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამდომარე აწესებს.

"ჩვენ კი ვსაუბრობთ ერთიან მიდგომაზე, რადგან ტარიფს, რომელსაც შევთავაზებთ, იქნება კონკურენტული და საინტერესო გადამზიდვისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენი დერეფანი ძალიან ბევრი ქვეყნის საზღვარზე გადის. ტრანსპორტიც განსხვავებულია - არის როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი საკითხები, როგორიცაა გადაზიდვები, ტარიფები სხვადასხვა ტრანსპორტზე და სხვადასხვა ქვეყნისთვის იყოს ჰარმონიზებული და ერთმანეთთან მაქსიმალურად დაახლოებული,"-განმარტა ასავბაევმა. 

შეგახსენებთ, დღეს თბილისში საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის TRACECA (ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის) მთავრობათაშორისი კომისიის (IGC) ყოველწლიური რიგით მე-16-ე სხდომა გაიხსნა.
 
სხდომის ფარგლებში, სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები განიხილავენ 2021 წელს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ტრასეკას სანებართვო სისტემის დანერგვის შედეგებს, ხელშეკრულების მხარეების მიერ მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელების სტატუსს, ინფორმაციას საერთაშორისო ხელშეკრულებებში ჩართვის შესახებ და, აგრეთვე, ანგარიშს ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის მიზანია 2016-2026 წლებში ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის სტრატეგიის განხორციელება