თემურ ჭყონია: დიდი ინვესტიციების მოზიდვას დიდი ჭკუა სჭირდება
„კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას“ პრეზიდენტი ინვესტიციების მოზიდვისთვის აუცილებელ რამდენიმე რეკომენდაციას ასახელებს.
თემურ ჭყონია ამბობს, რომ ინვესტიციების ზრდას სასამართლო სისტემის აბსოლუტური გამჭირვალობა, ნეპოტიზმის შემცირება და კარგი კომუნიკაციები სჭირდება.
„მეტ ინვესტიციას დიდი ჭკუა სჭირდება. ასე მარტივად არ ხდება. ინვესტიციის მოზიდვას უნდა სხვა კომუნიკაციები, ნდობის თემის ამაღლება, სასამართლო სისტემის აბსოლუტური გამჭირვალობა და ნეპოტიზმის მინიმუმამდე შემცირება. ძალიან ბევრი თემაა, რაც ბოლო ხანებში პრობლემაა საქართველოში. თუ ეს შეიცვლება, ალბათ ერთი წელი მაინც ძალიან რთული იქნება და პანდემიის შემდეგ პერიოდში უკვე შესაძლებელი გახდება, მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები და გავზარდოთ მისი მოცულობა, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა განსაკუთრებული მუშაობა,“ - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.