თბილისში XIAOMI-ს პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა
9 ნოემბერს თბილისში XIAOMI-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა. მაღაზია პეკინის #14-ში მდებარეობს.
კომპანიის ცნობით, საქართველოში ბრენდის პოპულარობა დღითიღე იზრდება, გახსნასთან დაკავშირებით კი მთელი კვირის განმავლობაში მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ გრანდიოზული ფასდაკლებებით.
Xiaomi მსოფლიოში სმარტფონების მესამე უდიდესი მწარმოებელია. იგი აწარმოებს და ყიდის სმარტფონებს, მობილურ აპლიკაციებსა და სამომხმარებლო ელექტრონიკას. მას შემდეგ, რაც 2011 წლის აგვისტოში პირველი სმარტფონი გამოუშვა, Xiaomi-მ კონტინენტური ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და თავისი საქმიანობა სამომხმარებლო ელექტრონიკის სფეროშიც განავრცო.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის სათაო ოფისი ქალაქ პეკინში მდებარეობს.
კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია ლეი იუნი, რომელიც ფორბსის მონაცემებით, ჩინეთის 23-ე უმდიდრესი ადამიანია. 2014 წელს კომპანიამ 60 მილიონზე მეტი სმარტფონი გაყიდა.