ეკონომიკა
30/11/2020

შეზღუდვების ეკონომიკური ფასი - "რეალურად ეს "ლოქდაუნია", გავლენა მძიმე იქნება"

“თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ დირექტორი ანა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ ახალი შეზღუდვები ცუდად აისახება ეკონომიკურ აქტივობასა და ლარის კურსის სიჯანსაღეზე.

„სამწუხაროდ, მთავრობა თავისივე უმოქმედობიდან გამომდინარე, ძალიან რთული დილემის  წინაშე დადგა. არჩევანი უნდა გაეკეთებინა ეკონომიკასა და ჯანდაცვას შორის. ეს იყო ბუნებრივი, რადგან ზაფხულში ვერ ვნახეთ მთავრობის კონკრეტული ქმედება, რომელიც თავიდან აგვაცილებდა ასეთ მკაცრ შეზღუდვებს. რეალურად ეს სრული "ლოქდაუნია". შესაბამისად, ეკონომიკაზე ამას ექნება ძალიან მძიმე გავლენა. მოლოდინები საკმაოდ პესიმისტურია, როგორც ეკონომიკური აქტივობის, ასევე ლარის კურსის სიჯანსაღის თვალსაზრისით.

ეკონომიკური ზრდა, რომელიც მინუსებში უნდა ყოფილიყო, 2021 წელს კიდევ უფრო დრამატული იქნება. ეკონომიკას ძალიან დიდი დრო დასჭირდება აღდგენისთვის.“– აღნიშნავს ანა გოგოლაძე.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ  ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

Businesspartner