ეკონომიკა
22/07/2020

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტებით, მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება თიბისი ბანკის მიერ მომხმარებელთა პირად მობილურ ტელეფონებზე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსი, სადაც აღნიშნული ბანკი მათ ატყობინებს თითქოს, შემოსავლების სამსახურის მიერ, კომპენსაციის მიმღებ პირთა მიმართ, საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით,  საბანკო ანგარიშებზე  ყადაღის დადება განხორციელდა.

„კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ გლობალური პანდემიის გამო შემოსავლების დაკარგვით გამოწვეული პრობლემების დაძლევისა და კრიზისის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, გარკვეულ პირებზე გაცემულ ფულად კომპენსაციებზე უწყების მიერ, არანაირი საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება არ მომხდარა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იმედოვნებს, რომ თიბისი ბანკის მიერ, შესაბამისი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოხდება მცდარი და უწყების რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა“-აცხადებენ შემოსავლების სამსახურში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023