სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PwC–ის კვლევა
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, არიან სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი (84%). აღნიშნული ტენდენცია PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.
დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).
საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორების კომპანიების მხოლოდ 12%-მა აღნიშნა 50%-ზე მეტით შემოსავლების შემცირება, რაც სხვა სექტორებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია.ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი შემოსავლების შემცირების ყველაზე დიდ მაჩვენებელს (36%) აფიქსირებს.
საერთო ჯამში, გამოკითხულთა მხოლოდ 11%-მა არ დააფიქსირა შემოსავლების შემცირება 2020 წლის მაის-ივლისში.
განსხვავებულია 50%-ზე მეტით შემოსავლების შემცირების მაჩვენებლები კომპანიების ზომების მიხედვით: მიკრო 46%, შემდგომ მცირე (35%), საშუალო (35%), თვითდასაქმებული (31%) და მსხვილი ბიზნესისთვის (28%).
წინა კვლევასთან შედარებით, უფრო მეტ რესპონდენტს არ შემცირებია შემოსავლი (11%, აპრილის 6%-თან შედარებით). ასევე, ნაკლები იყო კომპანიების რაოდენობა 50%-ის ზემოთ შემოსავლების შემცირებით.
შეგახსენებთ, რომ PwC-ს მიზანია საზოგადოების ნდობის ამაღლება და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში მათი დახმარება. ქსელში შემავალი ფირმები 155 ქვეყანაშია განთავსებული და მასში დასაქმებულია 284,000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალხარისხიან აუდიტორულ, საკონსულტაციო, საგადასახადო და იურიდიულ მომსახურებებს.