ეკონომიკა
11/10/2021
"სექტემბერში, წელს პირველად დაბალი ინფლაცია იყო, თუმცა მხოლოდ თვიურ ჭრილში"
TBC Capital–ის ანგარიშის მიხედვით, სექტემბერში, პირველად მიმდინარე წელს დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ თვიურ ჭრილში.
საკუთრივ, წლიურმა ინფლაციამ ჯერ კიდევ მაღალი, 12.3% შეადგინა, ხოლო თვე-თვეზე სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული ინფლაცია უარყოფითი 2.5%-ით განისაზღვრა.
TBC Capital–ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით მოლოდინების შესაბამისად, მაღალი სასაქონლო ფასებისა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მიუხედავად, ლარის კურსმა მცირედი დროითი ჩამორჩენით ფასების ზრდა შეაჩერა.