ეკონომიკა
28/04/2021

სებ-ი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს არ ცვლის

ეროვნული ბანკი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს არ ცვლის. მარეგულირებელი მიმდინარე წელს 4%-იან ზრდას ელის.

„საბანკო სექტორი 2021 წელს კაპიტალის და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით შეხვდნენ. სწორედ ამიტომ იყო, რომ მათ შეძლეს პირველი რაუნდის გადავადება, რომელიც ყველას შესთავაზეს. მეორე რაუნდის, რომელიც სელექციურად ხდებოდა, მესამე რაუნდის გადავადებაც მოხდა.

ჩვენი შეფასებით, საბანკო სექტორი 2021 წელს მდგრადობას შეინარჩუებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად გააგრძელებს. ეს არის კიდევ ერთ-ერთი კომპონენტი იმისა, რომ ჩვენ ზრდის პროგნოზი არ შეგვიცვლია და დაახლოებით 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა ვნახოთ როგორ განვითარდევბა მოვლენები,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Businesspartner