ეკონომიკა
04/05/2023

სასამართლო და საგადასახადო საკითხები - რა შუამდგომლობისთვის მიმართავენ ბიზნესომბუდსმენს

ბიზნესომბუდსმენს კერძო სექტორი შუამდგომლობისთვის ძირითადად სასამართლო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით მიმართავს. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, ბიზნესი აპარატს ხშირად პროცედურულ საკითხებში დასახმარებლად მიმართავს.

„ყველაზე ხშირი შუამდგომლობის ნაწილში ეს არის პროცედურული საკითხები, სადაგასახადო შეთანხმების თემები და  „სასამართლო მეგობარი“, ძირითადად ეს მიმართულებებია,“ -აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ბიზნესომბუდსმენის შეფასებით, კერძო სექტორის ყველაზე დიდი პრობლემა ამ ეტაპზე ადამიანური რესურსის დეფიციტია.

„ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანური რესურსების დეფიციტია. ასევე ძალიან სერიოზული გამოწვევაა განათლება და კონკრეტული, სპეციფიკური სამუშაოების  ცოდნა. ეს არის ძირითადად, რაზეც ბიზნესი აპელირებს,“-აღნიშნა ოთარ დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენის პოსტს ოთარ დანელია  2022 წლის თებერვლიდან იკავებს.  

 

Businesspartner