ეკონომიკა
14/03/2020

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება

საქართველოსა და თურქეთის მთავრობების გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება.

შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები.

პრემიერმა უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში გადავიდნენ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან და მიაწოდონ ინფორმაცია თურქული ავიაკომპანიების მიერ რეისების გაუქმების შედეგად სამშობლოში დაბრუნების ალტერნატიული საშუალებების შესახებ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ქართული ავიაკომპანიების მიერ დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით.

Businesspartner