ეკონომიკა
09/02/2023

"საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინვესტორებს უბიძგებს, კაპიტალი ოქროს ნაცვლად, უცხოურ ვალუტაში დააბანდონ"

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი, ბოლო რამდენიმე დღეა, მერყეობს და უმეტესად, კლების ტენდენციით ხასიათდება. ამჟამად, 1 უნცია ოქროს ღირებულება  - დაახლოებით, 1878 დოლარს შეადგენს. მაშინ, როდესაც  წინა კვირას 1900 დოლარზე მეტიც კი ღირდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“  Galt & Taggart-ის უფროსი ასოცირებული ბროკერი  რატი მესხიშვილი აცხადებს, ოქროს ფასის შემცირება პირდაპირ კავშირშია აშშ-ის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მიერ უახლესი მონაცემების გასაჯაროებასთან. კერძოდ, იანვარში აშშ-ში უმუშევრობის დონე 3.4%-მდე შემცირდა, რაც 1970-იანი წლების შემდეგ დაფიქსირებული მინიმალური მაჩვენებელია. უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება  კი ფედერალურ რეზერვს აძლევს იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში ინფლაციის დასაძლევად მონეტარული პოლიტიკა იმაზე უფრო მეტად გაამკაცროს, ვიდრე ამას თავიდან გეგმავდა.

„ბოლო პერიოდში, ამერიკის ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთები 0,25 პროცენტით ასწია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს მაღალი საპრონცეტო განაკვეთები შენარჩუნდება. არადა, მანამდე პროგნოზირებული იყო ამ საპროცენტო განაკვეთების დაწევა“, - ამბობს რატი მესხიშვილი.

მისივე განმარტებით, თავის მხრივ საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინვესტორებს უბიძგებს, თავიანთი კაპიტალი არა 0%-იანი ამონაგების მქონე ოქროში, არამედ სახაზინო ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტაში დააბანდონ. შესაბამისად , ოქროს ფასი ამის ფონზეც შემცირდა.

საერთაშორისო ბირჟებზე გაიაფებული ოქრო ასახვას ქართულ ბაზარზეც ჰპოვებს, თუმცა დარგის სპეციალისტების თქმით, ეს არ მოხდება რამდენიმე დღეში და იმისთვის, რომ ქვეყანაში ოქროს ნაკეთობები გაიაფდეს, საჭიროა ოქროს საერთაშორისო ფასი დაბალ ნიშნულზე დასტაბილურდეს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022