ეკონომიკა
26/04/2023

"სამეწარმეო მიმართულებით, ის ამოცანა რაც იყო დასმული ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უმთავრესად შესრულებულია"

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

„ის ამოცანა, რაც იყო დასმული ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უმთავრესად შესრულებულია სამეწარმეო მიმართულებით“, - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ ინვესტორთა საბჭოს იურიდიულმა მრჩეველმა გიორგი ჯუღელმა ისაუბრა. მან ის რეკომენდაციები მიმოიხილა, რომლებიც მუშავდება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში და ამ პროცესში, აქტიურად იღებს მონაწილეობას ინვესტორთა საბჭოც. თავად გიორგი ჯუღელი მეწარმეთა კანონის ერთ-ერთი თანაავტორია.

ის ამბობს, რომ მეწარმეთა კანონის მიღება დადებითი მოვლენა იყო ქვეყნის ბიზნეს კანონმდებლობის განვითარების კუთხით. 

„არა მარტო ქართული ბიზნესსაზოგადოება, არამედ ევროკავშირიც მიიჩნევს, რომ სამეწარმეო სამართლის კუთხით, ამ კანონის მიღებით ქვეყანამ ჰარმონიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.  ეს წერია ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშში. შესაბამისად, კანონის ზოგადი შეფასება დადებითია.  ბუნებრივია, ეს კანონი ყველასთვის იდეალური ვერ იქნება, ამიტომ არის მუდმივი მონიტორინგის პლატფორმა USAID-ის პროგრამასთან ერთად ჩამოყალიბებული, იმისთვის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში დავაკვირდეთ კანონის აღსულებას და ის გამოწვევები გამოვავლინოთ, რომელთა აღმოფხვრითაც ეს კანონი გაუმჯობესდება“, - აღნიშნა ჯუღელმა.

მისივე განარტებით, პირველი 2 წელი იქნება კრიტიკული მონიტორინგისა და დაკვირვების კუთხით, რომ უმთავრესი გამოწვევები გამოვლინდეს.

რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც, კანონი უკეთ მოერგება ბიზნესის საჭიროებებს, ინვესტორთა საბჭოს იურიდიულმა მრჩეველმა აღნიშნა, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე, კანონს აქვს გაუმჯობესების პოტენციალი.

„ზოგადი ამოცანა არის ის, რომ პრაქტიკოსებისთვის, სამეწარმეო რეესტრისთვის, კანონი უფრო ადვილად გასაგები იყოს. თუკი ეს ცვლლებები დაეხმარება დროის მოგებაში ქვეყანას, ჩვენ აღარ დაგვჭირდება სამოსამართლო სამართლით ამა თუ იმ ბუნდოვანი საკითხის გარკვევა და ეს პირდაპირ კანონში გაიშლება.

მაგალითად, კანონის პირველ მუხლში არის ერთგვარი განმარტების გასაღები ჩადებული. იქ განსხვავებაა სააქციო საზოგდოებასა და სხვა ფორმებს შორის. კერძოდ, სააქციო საზოგადოებაში უმთქვრესად იმპერატიული ნორმებია, სხვა ფორმებში, მათ შორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში,  უფრო სარკომენდაციო ანუ დისპოზიციური ნორმებია, რაც ნიშნავს, რომ თვითონ საწარმოს შეუძლია ისინი საკუთარ მოთხოვნილებებს მოარგოს.  ეს პრინციპი ბუნებრივი პრინციპია და მთელ კანონზე ვრცელდება, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ არსებობს საჭიროება, რომ  ეს პრინციპი კონკრეტულ მნიშვნელოვან ნორმებში განმეორდეს იმისათვის, რომ ბუნდოვანება არ გამოიწვიოს ამა თუ იმ მუხლის სამართლიანმა ბუნებამ. რაც შეეხება სხვა მაგალითებს, სააქციო საზოგადოებაში რომ გადავინაცვლოთ, ე.წ განთავსებული კაპიტალის ცვლილების კონტექსტში - პრაქტიკამ აჩვენა, რომ უფრო მეტი დეტალის ჩამატება კანონში უფრო გასაგებს გახდის მთელ ამ პროცესს“, - აღნიშნა გიორგი ჯუღელმა.

შეგახსენებთ, მეწარმეთა შესახებ კანონი ძალაში 2022 წლის პირველი იანვრიდან შევიდა. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ ინვესტორთა საბჭოსთან ერთად, აღნიშნული კანონმდებლობის მონიტორინგის პროცესი დაიწყო. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022