საქსტატი: II კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი 263 ლარით გაიზარდა
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1% (263.2 ლარით) გაიზარდა და 1804.5 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ისეთ დარგებში, როგორებიცაა: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 799.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 22%-ს შეადგენს).
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 181.4 ლარი (გაიზარდა 19%-ით)
მშენებლობა - 2 590.3 ლარი (გაიზარდა 19%-ით)
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 525 ლარი (გაიზარდა 25%-ით).
II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 437.1 ლარი, ხოლო კაცების - 2 161.6 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 196.5 ლარი (15.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 333.2 ლარი (18.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესს სექტორში 289 ლარით (17.8%) გაიზარდა და 1 914.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 909 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 21.8%-ით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 895.4 ლარი, გაიზარდა 26.5%-ით) სექციებში ფიქსირდება.
II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 213.4 ლარით (15.3%) გაიზარდა და 1 610.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და აჭარა ლიდერობენ.