ეკონომიკა
19/08/2020

საქართველოში უმუშევრობა 12.3%-მდე გაიზარდა

2020 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9%-ული პუნქტით, 12.3%-მდე გაიზარდა.

"საქსტატის" მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7% შეადგინა. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 0.5%-ული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.3%-ული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2%-ული პუნქტით.

Businesspartner