ეკონომიკა
25/05/2021

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის საპილოტე პროგრამა 2022 წელს დაიწყება

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის საპილოტე პროგრამა დაახლოებით 18 თვეში დაიწყება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს იმ რეგიონების გამოსაკვეთად სადაც პირველ ეტაპზე პროგრამა ჩაირთვება.

შვედეთის მთავრობის და საელჩოს დახმარებით ქვეყანაში მუშავდება ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგია. ეს პროექტი თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში გამოიკვეთოს ის დარგები ის სექტორები სადაც ამ მოდელის დანერგვა საინტერესო იქნება. ეს ნიშნავს სწორედ ნარჩენების გამოყენებას წარმოებაში და ახალი პროდუქციის შექმნას. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების რეგლამენტები სწორედ ამის განვითარებას უწყობს ხელს, ვინაიდან აქ წარმოქმნილი ნარჩენი გადამამუშავებლისთვის არის ნედლეული. ეს არის წრფივი ეკონომიკის ალტერნატივა. შეხვედრები უკვე გვქონდა ბიზნეს სექტორთან, პოლიტიკის შემქმნელებთან, ასევე სამუშაო პროცესია რეგიონებში - რომელი რეგიონი შეიძლება შეირჩეს ამ მიზნით. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ, რომ მთელს მაკროეკონომიკაში დაინერგოს ეს მოდელი,“ - ამბობს სოლომონ პავლიაშვილი.

საქართველომ ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადასვლის პრიორიტეტულობაზე ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განაცხადა. დაიწყო სტრატეგიაზე მუშაობაც.

როგორც არაერთხელ აღინიშნა, მოდელი უნარჩენო ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს და მისი არსი, ნედლეულის გამოყენებაზე ზეწოლის შემცირებაა. მას აღიარებენ როგორც მწვანე ეკონომიკის, ბუნებასთან მეგობრული დამოკიდებულების მოდელს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022