ეკონომიკა
31/03/2023

საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების მხოლოდ 30%-ია ქალების საკუთრებაში

საქართველოში ქალების ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და მათი ეკონომიკაში ჩართულობის მაჩვენებლები გასაუმჯობესებელია“- ამის შესახებ გაეროს გლობალური შეთანხმება საქართველოს ქსელის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე იმსჯელეს.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ქვეყანაში რეგისტრირებული საწარმოების მხოლოდ 30%-ია ქალების საკუთრებაში. ამასთან, კომპანიების დაახლოებით 17%-ში არიან ქალები გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. „ოფიციალური მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალების ჩართულობა კერძო სექტორის თითქმის ყველა მიმართულებით დიდი გამოწვევაა.

ამ კუთხით ბევრი გვაქვს სამუშაო და დღეს არსებული სტატისტიკა არის გასაუმჯობესებელი, ბიზნესი ცდილობს რომ ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია “-აღნიშნა გაეროს გლობალური შეთანხმება საქართველის ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა.

Businesspartner