ეკონომიკა
17/02/2023

საქართველოში გათხევადებული აირების იმპორტის 99,8% რუსეთიდან განხორციელდა

2023 წლის იანვარში სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების იმპორტი გაიზარდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, გასულ თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 9,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 7,7 ათასი ტონით ანუ 405%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

იანვარში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 6,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 71,9%-ს შეადგენს.

შემდეგ მოდის: თურქეთი - 1,7 ათასი ტონა (17,7%); ერაყი - 1 ათასი ტონა (10,4%); აზერბაიჯანი - 0,02 ათასი ტონა (0,2%); 2023 წლის იანვარში გათხევადებული აირების იმპორტმა 4,03 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,73 ათასი ტონით ანუ 75,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (2,30 ათასი ტონა) შედარებით.

იანვარში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,8% რუსეთიდან განხორციელდა.

Businesspartner