ეკონომიკა
17/03/2023

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერება

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დღეს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდება.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, მხარეებს შორის მოლაპარაკებების სამი რაუნდი წარმატებით დასრულდა.

„დღეს სრულდბა მოლაპარაკებები და დღის მეორე ნახევარში გამოვაცხადებთ პროცესის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები გასული წლის სექტემბერში დაიწყო.

ეს არის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც თავისუფალ ეკონომიკურ არეალს განსაზღვრავს ჩვენს ქვეყნებს შორის. ყოვლისმომცველი დოკუმენტი დაარეგულირებს საქონლის წარმოშობის საკითხებს, ფიტოსანიტარულ საკითხებს და ასე შემდეგ. იმისთვის რომ წავახალისოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.“-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, 2003 წლიდან დღემდე არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში $1.1 მლრდ-ის  დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

Businesspartner