ეკონომიკა
21/11/2022

საქართველოს TOP 10 საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა

"საქსტატის" მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა ჩინეთია.

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.5% შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეული კი ასე გადანაწილდა:

  • ჩინეთი $571.9 მლნ
  • რუსეთი $445.5 მლნ
  • თურქეთი $349.3 მლნ
  • ბულგარეთი $343.2 მლნ
  • აშშ $250.7 მლნ
  • სომხეთი $147 მლნ
  • აზერბაიჯანი $124.1 მლნ
  • პერუ $118 მლნ
  • შვეიცარია $77 მლნ
  • უკრაინა $73 მლნ

დანარჩენი ქვეყნების წილმა $605.2 მლნ შეადგინა. 

ცნობისთვის, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $4 546.0 მლნ შეადგინა, რაც 34%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 

 

Businesspartner