ეკონომიკა
19/03/2020
საქართველომ აზერბაიჯანში გაყინული თევზის ექსპორტი დაიწყო
საქართველომ აზერბაიჯანში გაყინული თევზის ექსპორტი დაიწყო. იანვარ-თებერვალში მეზობელ ქვეყანაში 1.72 მლნ დოლარის თევზია გატანილი.
„საქსტატის“ მონაცემებით, საუბარია 688.6 მლნ ტონაზე.
აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა – 226.0 მლნ დოლარით. ექსპორტში უდიდესი წილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე მოდის . ამ ქვეყანში წლის პირველ 2 თვეში 6574 ავტომობილია გატანილი, რომელთა ღირებულება 60.6 მლნ-ია.
მეორე ადგილზეა სატვირთო ავტომობილები, ჯამური ღირებულებით 2.3 მლნ დოლარი. ხუთეულშია სიგარეტი – 1.87 მლნ და სამკურნალო საშუალებები – 1.73 მლნ.