საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 20.3%-ით გაიზარდა
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით, 20.3%-ით გაიზარდა და $914.8 მლნ შეადგინა.
ადგილობრივი ექსპორტი კი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 54.3%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 10.6%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და $497.2 მლნ-ს დოლარი გაუტოლდა.
ამასთა, ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 82.2% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
რუსეთი - $107.0 მლნ
ჩინეთი $106.1 მლნ
თურქეთი $57.1 მლნ
რაც შეეხება სასაქნლე ჯგუფებს, ათეულში პირველ ადგილზე $143.3 მლნ-ით სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილ, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.8%-ია. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები $71.7 მლნ-ით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები $34.4 მლნ-ით.