ეკონომიკა
15/06/2020

საარსებო მინიმუმი 1 თვეში 10 ლარით შემცირდა

საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი შემცირდა. მაისში აპრილთან შედარებით შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა და 189.6 ლარამდე ჩამოვიდა, უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც შემცირებულია მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

“საქსტატის” მონაცემებით, მაისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 167,9 ლარი შეადგინა. საშუალო ოჯახისამ – 318 ლარი.

ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 167,9 ლარით განისაზღვრა, ექვსსულიანის და მეტის კი 446.6 ლარით.

აღსანიშნავია, რომ მარტში საარსებო მინიმუმ რეკორდულ ნიშნულზე 206.1 ლარზე იყო.