ეკონომიკა
05/05/2023

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 150-მდე მცირე და საშუალო კომპანიას დაეხმარა

ექსპორტის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 150-მდე მცირე და საშუალო კომპანიას დაეხმარა.

როგორც სააგენტოს ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკა მამუკელაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ერთი წლის მანძილზე, ექსპორტის მენეჯერთა სასერთიფიკატო პროგრამის ფარგლებში 438-ზე მეტი ექსპორტის მენეჯერია გადამზადებული.

„თავისუფლად შემიძლია გითხრათ მინიმუმ 150 კომპანია, რომლებმაც ჩვენი მხარდაჭრით განახორციელეს ექსპორტი. პირობითად, ვთქვათ ბავშვის ტანსაცმელი, სათამაშოები, მოდის დიზაინის პროდუქცია, საკვები, სასმელი წარმოდგენილია ევროკავშირში თუ აზიის ქვეყნებში. საერთაშორისო მასშტაბით ნახავთ ქართულ პროდუქციას, რომელიც ექსპორტზე სწორედ ჩვენი მხარდაჭერით გავიდა. პროცესი არის ძალიან მარტივი და   გულისხმობს საექსპორტო ბაზრებისა და პროდუქტების   დივესრსიფიკაციას.“-განმარტა ნიკა მამუკელაშვილმა.

მისივე თქმით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წლის განმავლობაში არანაკლებ 20 მლნ დოლარის ექსპორტის სტიმულირებას ახორციელებს. ამასთან,  მესამე და მეოთხე ზომითი კატეგორიის კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისას  ჩვენი მხრიდან თანადაფინანსების წილი 80%-90%-ია.

 

Businesspartner