ეკონომიკა
02/03/2022

რუსული კაპიტალი საქართველოში

რუსული კაპიტალი საქართველოს ბაზარზე საკმაოდ დიდ წილს ფლობს. რა ინტერესები აქვს რუსულ ფულს საქართველოში და არის თუ არა სახიფათო ოკუპანტი ქვეყნის დომინირება ისეთ სფეროებში, როგორიცაა უძრავი ქონება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, წიაღისეული, ეს ცალკე განსჯის საგანია.

საქსტატის ინფორმაციით, ქართულ ეკონომიკაში 2010 წლიდან 2021 წლის I-III კვარტალის ჩათვლით 581 მლნ დოლარი პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის, ამ პერიოდში, ჯამში ყველაზე მსხვილი, 88 მლნ დოლარის ინვესტიცია 2014 წელს განხორციელდა. 2020 წელს რუსეთიდან საქართველოში სულ 39.2 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, 2021 წლის I-III კვარტალში კი მაჩვენებელმა 53.3 მლნ დოლარს მიაღწია.

„ბიზნესპარტნიორი“ გთავაზობთ საქართველოში არსებული კომპანიების ჩამონათვალს, სადაც 2010 წლიდან დღემდე რუსეთიდან მსხვილი პირდაპირი ინვესტიციები განხორციელდა. მონაცემები "ბიზნესპარტნიორმა" "საქსტატიდან" გამოითხოვა.

რუსეთიდან ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა კომპანიებში:

2010 წელი - სს „მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი“, სს „ენერჯი-ინვესტი“,შპს ,,მობიტელი“, შპს „ელექტრონი“, სს   გეს  "საქრუსენერგო", შპს ”ომეგა”, შპს  „ზიმო“, შპს ”შარმ ტრეიდინგი”, შპს ,,ენერგია“, შპს „ჯეო რეალ გრუპი“

2011 წელი - შპს ,,მობიტელი“, შპს „ელექტრონი”,სს   გეს „საქრუსენერგო“, შპს „ომეგა“, შპს „შარმ ტრეიდინგი“, სს „ფოთის გემთსაშენი“, შპს „ქინძმარაულის მარანი“,შპს ,,ენერგია“,შპს DEKA, შპს „ჯეო აგრო“.

2012 წელი - შპს „სახალხო აფთიაქი“, შპს „მობიტელი“, შპს „სტრომოსი“, შპს „ომეგა“, შპს „შარმ ტრეიდინგი“, სს „ფოთის გემთსაშენი“, შპს „ქინძმარაულის მარანი“, შპს ELITE DEVELOPMENT-ი, შპს  „ლანცეტი“, შპს  Argo Investment-ი.

2013 წელი -შპს „ემბავუდ ჯორჯია“, შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“, შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“, შპს „სტრომოსი“, შპს „ომეგა“, შპს „შარმ ტრეიდინგი“, შპს „ქინძმარაულის მარანი“, შპს „ცვლილებათა ქარი“, შპს „ანს“ (ANS), შპს „ასტორია-1“.

2014 წელი - შპს „მობიტელი“, შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“, შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“, შპს „ქინძმარაულის მარანი“, შპს „ენერგია“, შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ“, შპს „სასტუმრო ძველი მეტეხი“, შპს „ჯლს“, შპს „გიორგი“, შპს „ჯეოსპირტპრომ“.

2015 წელი - შპს „მობიტელი“, შპს „ტრიდე“, შპს „სტრომოსი“, შპს „ომეგა“, შპს „ენერგია“, ნიჟფარმის წარმომადგენლობა საქართველოში, შპს „გლორია ჯინს საუს კაუკასუს“, შპს „ჯეოსპირტპრომ“, შპს DS, შპს „სლს არინარრა პროდაკშენ“.

2016 წელი - შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“, შპს „რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი“, შპს „ომეგა“, შპს „ენერგია“, შპს „ახალი თბილისი“, შპს „ფარმექსიმი“, შპს „აშენდი ჯგუფი“, შპს NGS Group, შპს „ჯეოსპირტპრომ“, შპს „ალაზანი“.

2017 წელი - შპს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“, შპს „ომეგა“, შპს „ქართული ღვინის სახლი“, შპს „აი-ბი-ჯი ჰოლდინგ“, შპს „ფარმექსიმი“, შპს „დისქავერი ა“, შპს „ვიზა კონკორდ ფროფერთი“, შპს „მეღვინეობა მუკუზანი“, შპს „ხედი“, შპს „ამბასადორი ბათუმი“.

2018 წელი - შპს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“, შპს „რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი“, სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“, შპს „ომეგა“, შპს „დისქავერი ა“, შპს „აშენდი ჯგუფი“, შპს „მეღვინეობა მუკუზანი“, შპს „ხედი“, შპს „მწვანე ხაზი ბათუმი“, შპს „ქართული“.

2019 წელი - სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“, შპს „ომეგა“, შპს „ვიზ“, შპს „დისქავერი ა“, შპს „კრწანისი როიალ რეზიდენსი“, შპს „აშენდი ჯგუფი“, შპს „მეტრა დეველოპმენტი“, შპს „როიალ ბატონი“, შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“, შპს „ამბასადორი ბათუმი“.

2020 წელი - შპს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“, სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“, შპს „ომეგა“,შპს „მარი ჯგუფი“, შპს „ენერგია“, შპს „ახალი თბილისი“, შპს „რიტელ“, შპს „ჰილს დეველოპმენტი“, შპს „უნივერსალ თრეიდინგ“, შპს DS GROUP-ი.

2021 წლის I-III კვარტალი - შპს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“,შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“, შპს „დრიმლენდ ოაზისი“, შპს „რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი“, შპს „წაღვერი“, შპს „სთარ ჰოლდინგი“,შპს „კადევე საქართველო“,შპს DS GROUP-ი,შპს „ეიარ-მერიდიანსი“, შპს „ჰოხბაუ“.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი ის მსხვილი კომპანიები, რომელშიც რუსული კაპიტალია და საქართველოში უკვე ათეული წლებია. მათ შორის, „ინტერ რაოს“ ეკუთვნის ენერგეტიკის გამანაწილებელი კომპანია სს „თელასის“ 75%, ჰიდროელექტროსადგურები „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“, გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა “საქრუსენერგო“, „ლუკოილის“ შვილობილი კომპანია „ლუკოილ ჯორჯია“, "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი", "ვითიბი ბანკი ჯორჯია" (რომელზეც გარკვეული სანქციები გავრცელდა კიდეც, მისი საცალო პორტფელი "ბაზისბანკმა" შეისყიდა), "ვიონი საქართველო" ("ბილაინი"), "იანდექს ტაქსი" და სხვა.