ეკონომიკა
09/10/2020

რამდენს კარგავენ სახელმწიფო კომპანიები კვაზიფისკალური აქტივობის გამო

კვაზიფისკალური აქტივობის გამო, სამმა სახელმწიფო კომპანიამ 151.6 მილიონის შემოსავალი დაკარგა, -მონაცემებს ფინანთა სამინისტრო ასაჯაროებს.

ფისკალური რისკების ანალიზის მიხედვით, ყველაზე დიდი დანაკარგი მაგალითად 2019 წელს, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ჰქონდა“. მიზეზი გაზის სექტორის მომხმარებელთა ტარიფის სუბსიდირებაა.

თუ გავაანალიზებთ გაზის კომერციული ტარიფით გაყიდვის შემთხვევას და კვაზიფისკალური აქტივობის შედეგად, წარმოქმნილი მიუღებელი შემოსავალი 2019 წელს 90 მლნ ლარი იყო.

კვაზიფისკალური აქტივობით, შემოსავალს კარგავს „საქართველოს რკინიგზაც“. რკინიგზა ყოველწლიურად ტვირთბრუნვიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე ასუბსიდირებს მგზავრების გადაყვანას, რაც კომპანიას ყოველწლიურად დაახლოებით 30 მლნ ლარი უჯდება. კვაზიფისკალური აქტივობის არ არსებობის პირობებში, "საქართველოს რკინიგზა" 2019 წელს 15 მლნ-ის მოგებით დახურავდა, არადა წმინდა ზარალი 20 მლნ-ზე მეტი იყო.

ასეთივე მდგომარეობაა „ენგურჰესის“ შემთხვევაშიც. „ენგურჰესმა“ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსასყიდლოთ მიწოდებით დაახლოებით 31.6 მლნ ლარის შემოსავალი დაკარგა. ამ თანხის მიღების შემთხვევაში საანგარიშო წელს 8 მლნ ლარის ზარალის ნაცვლად დახურავდა 15 მილიონზე მეტი ლარის მოგებით.

კვაზიფისკალურია ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც მოგებაზე ორიენტირებული კომერციული საწარმო არ განახორციელებდა. ასეთი აქტივობები ძირითადად ემსახურება სოციალურ და პოლიტიკურ მიზნებს. 

„ფარული კვაზიფისკალური აქტივობა უნდა იყოს აკრძალული. დაუშვებელია სახელმწიფო საწარმოს მიერ არაკომერციული მომსახურებების (NCSO-ები) განხორციელება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი არიან ცხადი და მათი ღირებულება სრულადაა კომპენსირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023