რა გაძვირდა ყველაზე მეტად ივლისში
2020 წლის შვიდი თვის მონაცემებით წლიურმა ინფლაციამ 5,7% შეადგინა. უშუალოდ ივლისში კი წინა თვესთან შედარებით 0.5% - იანი დეფლაციაა.
ერთწლიან პერიოდში ყველაზე მეტად სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა, გაძვირებულია ასევე ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო. ფასები მომატებულია ავეჯსა და საოჯახო ნივთებზე, გაძვირებულია ჯანმრთელობის სერვისი და მომსახურება.
„საქსტატის“ მონაცემებით, წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55%-ული პუნქტით აისახა.
ხილი და ყურძენი (32%)
ყავა, ჩაი და კაკაო (17.4%),
რძე, ყველი და კვერცხი (14.6%),
თევზეული (14.3%),
ზეთი და ცხიმი (12.6 %),
ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.5 %),
მინერალური უალკოჰოლო სასმელები (10.2 %),
პური და პურპროდუქტები (9.4 %),
შაქარი (5.1 %).
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.0 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.61 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
თამბაქოს ნაწარი (12.7%)
ალკოჰოლურ სასმელებზე (5.9%)
ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 9.3 პროცენტით, რის შედეგადაც ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -1.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
პირადი სატრანსპორტო საშუალებები (-11.9%)
სატრანსპორტო მომსახურება (-7.1%).