ეკონომიკა
20/08/2020

პროგრამას "დანერგე მომავალი“ ახალი კომპონენტი დაემატა

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა - პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, მრავალწლიანი კულტურების ბაღებში სეტყვის, ქარიშხალისა და წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ნერგების ჩანაცვლებას ფერმერები პროგრამის „დანერგე მომვალი” ახალი კომპონენტის ფარგლებში შეძლებენ.

კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად, ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით. კომპონენტით დაფინანსდება 2020 წლის 15 ივლისიდან სტიქიური მოვლენების შედეგადად დაზიანებული ნერგების ღირებულება სრულად, პროგრამით დადგენილი სხვადასხვა კულტურის ნერგის თანხობრივი ლიმიტის ფარგლებში. განხორციელდება, არაუმეტეს, 50ჰა-ზე დაზიანებული ნერგების ჩანაცვლება.

დაფინანსდება ბაღების კომპონენტით განსაზღვრული ნებისმიერი მრავალწლოვანი კულტურის ნერგი, მათ შორის, ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა). დასაშვებია დაზიანებული რქაწითელის ჯიშის ნერგების ჩანაცვლება სხვა მრავალწლოვანი კულტურის ნერგებით. თანადაფინანსება გავრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი.

 დაფინანსების მისაღებად, პოტენციურმა ბენეფიციარმა, სტიქიით სავარგულების დაზიანებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში უნდა წარადგინოს პროგრამით დადგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მრავალწლოვანი კულტურების ბაღების, პლანტაციების, ვენახების სტიქიით დაზიანების შესახებ, სადაც მითითებული უნდა იყოს დაზიანებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, ფართობი, ნერგების რაოდენობა და კულტურა.

ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელიც რეგისტრირებულია „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ტურიზმი

ბაკურიანში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლაბაუ" 2023 წლის ზაფხულში გაიხსნება
01

08/11/2022
ეკონომიკა

"კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა
02

21/04/2023
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
03

04/03/2021
ბიზნესი

Biodiesel Georgia-მ 0,5 მლნ ლიტრამდე ბიოსაწვავი აწარმოა
04

14/10/2020
ბიზნესი

ჯადოსნური პერსონაჟები – როგორ დაიწყო NISA–მ ხელნაკეთი თოჯინების წარმოება
05

16/12/2022
ენერგეტიკა

ფალავანდიშვილი: ნამახვანმა დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში მასშტაბური პროექტის კეთება დიდი რისკია  
06

23/09/2021