ეკონომიკა
17/02/2023

პროგრამა "გადაიღე საქართველოში" ფართოვდება

პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ფართოვდება. როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა, თათია ბიძინაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აღნიშნა, იგეგმება ახალი მხარდამჭერი მექანიზმების დანერგვა.
 
„ვფიქრობ, საკმაოდ აქტიური და მნიშვნელოვანი წელი გვექნება. იგეგმება პოსპროდუქციის მიმართულების განსავითარებლად საჭირო მხარდამჭერი მექანიზმების დანერგვა, გარდა ამისა იგეგმება ქართული ფილმის კომერციალიზაციაში ხელშეწყობა, რაც გულისხმობს იმას რომ ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით, რომ მოხდეს სწორ ბაიერებთან და შემსყიდველებთან ქართველი კოპროდიუსერების დაკავშირება.
 
გაგრძელდება აქტიური მუშაობა მათი ფილმების საერთაშორისო ფესტივალებზე ჩართულობასთან დაკავშირებით. წელს პროექტში გვაქვს ოთხი დამოუკიდებელი ქართული ფილმი, რომელთა კომერციალიზაციის ხელშეწყობაში აქტიურად ჩავერთვებით, საფრანგეთი გერმანია და სხვა ქვეყნებიც აქტიურად რჩება ჩვენს პორტფელში.“- განმარტა თათია ბიძინაშვილმა.
 
მისივე თქმით, სააგენტოს მხრიდან იდენტიფიციებლია კონკრეტული მიმართულებები, სადაც წელს კინოინდუსტრიის წარმომადგენლების ტრენინგები და ვორქშოფები ჩატარდება.
 
„ქართულ კინოინდუსტრიას ძალიან კვალიფიციური კადრები ჰყავს. ის, რომ ამერიკული დიდი პროექტი ჩამოვიდა საქართველოში, მე ვიტყოდი რომ, მათი დამსახურებაცაა. თუმცა, ქვეყანაში საჭიროა მეტი სპეციალისტის არსებობა. საქრთველოში რომ შემოვიდეს 3-4 მასშტაბური პროექტი, სამუშაო რესურსი ყველა მათგანის მომხასურებას უნდა ეყოს.“-აღნიშნა თათია ბიძინაშვილმა.
 
 
 
 

 

Businesspartner