პროგნოზების მორევში - შეძლებს თუ არა ქართული ეკონომიკა 5%-იან ზრდაზე გასვლას
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ომის და სანქციების უარყოფით გადმოცემას საქართველოს ეკონომიკაზეც ელის და 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 3%-მდე ამცირებს. “მოსალოდნელი ინფლაცია მცირდება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ღრმავდება”, - აცხადებენ სსფ-ში.
ფონდი 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპისა და სხვა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას 2023 წლიდან ელის.
ჯერჯერობით ყველაზე ოპტიმალური პროგნოზი საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს 3%-დან 4%-მდე ვარაუდობს, თუმცა გაცილებით უფრო დამაიმედებელი პროგნოზი აქვთ ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებს. გალტ & თაგგარტი ფიქრობს, რომ მიგრანტთა ნაკადების შემოდინება და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე განაპირობებს 4.5%-იან ზრდას. თიბიცი კაპიტალი, განახლებულ პროგნოზს 2 დღეში გამოაქვეყნებს და მიაჩნია, რომ ზრდა 5%-ს მიუახლოვდება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მოლოდინი უფრო უიმედოა. წელს საქართველოს ეკონომიკის მხოლოდ 2%-ით ზრდას ვარაუდობს.
EBRD-მა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის პროგნოზები პირველი დადო. წინასთან შედარებით, საქართველოს პროგნოზი 3.5%-ით გაუარესდა.
საქართველოსთან ერთად გაუარესებულია რეგიონის თითქმის ყველა ქვეყნის. EBRD-ის მოლოდინით, წელს უკრაინის ეკონომიკა 20%-ით შემცირდება. IMF-ის მოლოდინით კი 35%-ით.