ეკონომიკა
18/06/2020

პოსტკრიზისულ გეგმაზე მთავრობას პრეზენტაცია Deloitte-ის ექსპერტებმა წარუდგინეს

მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის და განვითარების გეგმაზე მაღალი დონის ექსპერტებთან მუშაობს - Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებმა პრემიერსა და ეკონომიკურ გუნდს პირველადი პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზსა და საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაციებს მოიცავდა.

ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს მთავრობის გატარებულ ღონისძიებებს ანტიკრიზისული და სექტორული მხარდაჭერის მიმართულებებით. საერთაშორისო კონსულტანტებმა ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი პანდემიის დროს ემყარებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას. ექსპერტების თქმით, მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ყველა ქმედება იყო სწრაფი და დროული.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიო ახალი რეალობის წინაშეა და საუბარია ბიზნესების დივერსიფიკაციაზე, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობები, როგორც მიღწევების, ისე საერთაშორისო რეიტინგების გათვალისწინებით, რომ გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო პლატფორმა.

პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საქართველოს მთავრობა აშშ-ის განვითარების სააგენტოს და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობს, მათ შორისაა: Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის ეკონომიკური ექსპერტები, კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები და ქართველი ექსპერტები.

ვიდეო-კონფერენციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდნენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022