ეკონომიკა
13/01/2023

პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების კლება თებერვლიდან დაიწყება

დისტრიბუტორთა ასოციაცია წელს ფასების სტაბილურობას ელის. ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, მოლოდინები ამ ეტაპისთვის პოზიტიურია.

„ინფლაციური მოლოდინები არის დადებითი, თუ ასე სტაბილურად შენარჩუნდა ვითარება ინფლაციის მაჩვენებელი მარტის თვეში 7%-ს არ უნდა ასცდეს. თუმცა, მნიშვნელოვანია, ლარის კურსისა და საერთაშორისო ფასების შენარჩუნება. დღევანელი რეალობიდან გამომდინარე მხოლოდ და მხoლოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, მიუხედავად იმისა რომ ფასები ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია.“ - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

მისივე თქმით, პირველადი მომარების რიგ პროდუქტებზე, შესაძლოა, ფასების კლება თებერვლის თვიდან დაიწყოს.

„იმედია, ზამთრის ტურისტული სეზონიც აქტიური იქნება მითუმეტეს რომ ოლიმპიადა იწყება. ეს ყველაფერი არის იმის წინაპირობა, რომ ლარი სტაბილურად შეინარჩუნებს პოზიციებს, თუმცა თუ საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება მოხდა, ჩვენ ამას წინ ვერ აღვუდგებით და არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ გასული წელი ისეთი მოწინავე ქვეყნისთვისაც კი როგორიც ამერიკაა, ინფლაციის კუთხით გამოწვევა იყო. ასე რომ, ჩვენთვის ინფლაციის შენარჩუნება 3-დან 5%-მდე ნიშნავს რომ ფასები ქვეყანაში იქნება სტაბილური.“- განმარტა ივა ჭყონიამ. 

 

Businesspartner