ეკონომიკა
17/03/2023

ოთარ შამუგია ხორცის მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანია "ვიდამფუდის" პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგიამ, კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხორცის მწარმოებელი და იმპორტიორი სახელმწიფო კომპანიის „ვიდამფუდი” აღმასრულებელ პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის პოტენციალის შესაძლებლობები განიხილა.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, კატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს.

„საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან სახელმწიფო პროგრამებს აგრარული მიმართულებით, რომელებიც ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და რომლის მიზანიცაა უზრუნველყოს ფერმერთათვის შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მათ შორის, აღსანიშნავია მესაქონლეობის დარგის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება. მისასალმებელია, რომ, ბოლო პერიოდში, კატართან გააქტიურებულია სავაჭრო ურთიერთობები, ხორციელდება ქართული ხარისხიანი პროდუქტის ექსპორტი, მათ შორისაა ცხვრის შეციებული ხორცი, რომლის მიმართ ინტერესი და პოტენციალი მზარდია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

„ვიდამფუდის” აღმასრულებელი პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, უახლოეს პერიოდში დაიწყოს სამუშაო შეხვედრები და ოპერატიულად გადაწყდეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მზაობა გამოთქვა, კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს შესაბამის პროცედურებში, რათა მაქსიმალური ხელშეწყობა მიიღონ ქართველმა ფერმერებმა სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე ხელმისაწვდომობის და დამკვიდრების მიმართულებებით.

გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე და საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ესწრებოდნენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"2024 წლიდან 1 უნცია ოქროს ფასი, შესაძლოა, $1800-მდე შემცირდეს"
01

18/07/2023
ბიზნესი

კალმახი თუ შავი ზღვის ორაგული - მარკეტინგული ხრიკები თევზის ბაზარზე
02

18/05/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
04

25/07/2022
ბიზნესი

"ის, რაც სხვისთვის "ნაგავია" ჩემთვის მთავარი ნედლეულია" - ნარჩენებით შექმნილი პროდუქციის ისტორია
05

04/07/2022
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023