ნიკოლოზ გაგუა საგარეო ვალის ზრდის მიზეზებს განმარტავს
ფინანსთა მინისტრის მოადგილე საგრეო ვალის ზრდის მიზეზებს განმარტავს. ნიკოლოზ გაგუა ამბობს, რომ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას რადიკალურად გაეზარდა ვალის მოცულობა და გამომწვევი მიზეზი პანდემიური მოვლენებია.
"იმედია ყველას გვესმის, რომ ეს არ მომხდარა მხოლოდ საქართველოში”, - აღნიშნავს გაგუა.
როგორც მან აღნიშნა, 2020 წელს ვალის ზრდა, ძირითადად, უკავშირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ქვეყნისთვის მიღებულ მნიშნელოვან ფინანსურ დახმარებას.
„პანდემიური მოვლებებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა, დაზარალდა მისი ყველა სექტორი და მათ შორის ვალიც. იცით, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მოვიზიდეთ მნიშვნელოვანი, 1,5 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება. ეს ერთი მხრივ, ვალია, მეორე მხრივ, ეს არის დაზღვევა, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი მაკროეკონომიკური სტაბილურობა გარანტირებულია. ბუნებრივია, პანდემიის სტაბილიზაციის პარალელურად, ჩვენ გვაქვს საშუალება მომავალი წლიდან ვალის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შევამციროთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის ფონზე ქვეყნის საგარეო ვალდებულებები 2020 წლის 31 ივლისისთვის საქართველოს $6.6 მლრდ-მეა გაზრდილი, ეს $1,233 მლრდ-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ივნისთან შედარებით მოცულობა $451 მლნ-ით არის გაზრდილი.