ეკონომიკა
17/03/2020

ნავთობის გაიაფება საქართველოს აზიანებს

ნავთობის ფასების დღევანდელ დონეზე შენარჩუნება საქართველოს ეკონომიკისათვის დამაზიანებელი იქნება, რადგან იმპორტის შემცირების პოზიტიურ ეფექტს ნავთობექსპორტიორი ქვეყნებიდან ტურიზმის, ექსპორტისა და გზავნილების სახით შემოსავლების კლება გადაწონის, – ნათქვამია თიბისი კაპიტალის კვლევაში.

„ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ნავთობის დღევანდელი ფასი ჩამოცდა რეგიონში ნავთობექსპორტიორი ქვეყნების ბიუჯეტით დაგეგმილ მაჩვენებლებს

საბაზო სცენარით მოსალოდნელია წლის ბოლოსათვის ნავთობის ფასის ეტაპობრივი ზრდა 45-50$-მდე. 2014-16 წლებისაგან განსხვავებით, ფასის ეს მაჩვენებელი აღარ შექმნის მნიშვნელოვან ზეწოლას რეგიონში ნავთობზე დამოკიდებულ ქვეყნებზე და შესაბამისად, აქედან მატერიალური ნეგატიური ეფექტი სამომავლოდ არ არის მოსალოდნელი.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად, ფასის ვარდნისას, ნავთობექსპორტიორი ქვეყნებიდან შემოსავლები, ნავთობის იმპორტთან შედარებით ნაკლები პროცენტული მაჩვენებლით მცირდება”, – ნათქვამია თიბისი კაპიტალი კვლევაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023