ეკონომიკა
01/05/2020

ნათია თურნავა: კონსერვატიული გათვლებით, ეკონომიკის 4%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი

ანტიკრიზისული გეგმისთვის მობილიზებული 3.5 მილიარდიდან ბიზნესის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი პაკეტია მობილიზებული.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მთავარი მიზანია სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების შენარჩუნება.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ წელს, კონსერვატიული გათვლებით, ეკონომიკის 4%-იანი ვარდნაა ნავარაუდევი, თუმცა კრიზისის შემარბილებელი ღონისძიებების გატარებით, ეფექტური პოლიტიკის და ანტიკრიზისული გეგმით, ქვეყანა შეძლებს 2021 წელს, სულ მცირე, 4%-იან ზრდაზე დაბრუნდეს, რისთვისაც მთავრობა „ყველაფერს გააკეთებს“.

ეკონომიკის მინისტრმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, COVID 19 -ის პანდემიის გამო, 2020 წელს, მსოფლიოში 50%-ით შემცირდება შემოსავლები და 25%-ით შემცირდება დასაქმება. გამოწვევები ექნება საქართველოსაც.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიზნესის წარმომადგენლებს, ვინც მიუხედავად პრობლემებისა სამუშაო ადგილებს ინარჩუნებენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022