ეკონომიკა
17/08/2020

ნათია თურნავა: ჩვენი ეკონომიკა სწრაფად შეძლებს აღდგენას

ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა აღდგენას სწრაფად დაიწყებს.

ნათია თურნავას თქმით, FitchRatings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებების, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გამო ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზდის ექვსი თვის სტატისტიკის გამოქვეყნებისასაც აღინიშნა, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების პირველი საიმედო ნიშნები არის. ნათია თურნავას განმარტებით, მართალია, პრობლემა ძალიან ბევრია, მაგრამ ქართული ეკონომიკა თანდათან ცოცხლდება.

„Fitch-ის გადაწყვეტილებამ, რომელმაც უცვლელად დაგვიტოვა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებების, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გამო ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას. ასევე აფასებენ ინვესტორებიც, მათ შორის უცხოელი და ადგილობრივი. ეს არის პოზიტიური მოლოდინი, რომ მომავალ წელს ჩვენი ეკონომიკა სწრაფად განვითარდება და ინვესტორები კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს საქართველოში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

Businesspartner