ეკონომიკა
11/08/2020

მთავრობა სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციას აქტიურად განიხილავს

მთავრობა სახელწიფო საწარმოების კორპორატიზაციის(კომერციალიზაციას) საკითხს აქტიურად განიხილავს. ერთ-ერთი მთავარი მიზანი კაპიტალისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაა, - ინიციატივის შესახებ პრემიარ-მინისტრის ეკონომიკურმა მრჩეველმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორის“ ოთხეულში განაცხადა.

ბექა ლილუაშვილმა ყურადღება სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით უკვე არსებულ პროექტებზეც გაამახვილა და განმარტა, რომ 100 საინვესტიციო ქონების და 100 საბადოს პრივატიზების პროექტი ინვესტირების ახალ შესაძლებლობებს ხსნის.

“დღეს როდესაც ჩვენ ვდგავართ ისეთი გამოწვევის წინაშე სადაც მაქსიმალურად შეზღუდულია გლობალური მოთხოვნა და დამახინჯებულია მიწოდების ჯაჭვი, ვართ უამრავი გეოპოლიტიკური გამოწვევების სამიზნეც. მნიშვნელოვანია, ყველა ის პოტენციალი გამოვიყენოთ, რომელიც დამალულია ქვეყნის ეკონომიკის კონიუნქტურაში“-განაცხადა ლილუაშვილმა. 

Businesspartner