ეკონომიკა
20/03/2020
მთავრობა ეკონომიკის დამატებით სტიმულირებას გეგმავს
ეკონომიკურ გუნდი ეკონომიკის დამატებითი სტიმულირების გეგმაზე იწყებს მუშაობას.
პრემიერის დავალება გუნდმა უკვე მიიღო.
როგორც ნობილია, მთავრობამ სტიმულირების გარკვეული გეგმა უკვე აამოქმედა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, დამატებით განსაზღვრული ახალი გეგმები, ახალი სტიმულირების პაკეტის შემუშავება ბიზნეს და საქართველოს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ კორონავირუსის გამოწვევას ეფექტურად გაუმკლავდნენ.
„დამატებით უნდა განისაზღვროს ახალი გეგმები და ახალი სტიმულირების პაკეტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს ბიზნესს და ჩვენს მოქალაქეებს გაუმკლავდნენ კორონავირუსის გამოწვევას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.