ეკონომიკა
24/07/2020

მთავრობა ანტიკრიზისული ღონისძიებების დამატებით პორტფელზე მუშაობს

მთავრობა ანტიკრიზისული ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების დამატებით პორტფელზე მუშაობს.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა სექტორებს მოიცავს ან რას გულისხმობს დამატებითი ღონისძიებები, თუმცა უწყებათშორის კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ გეგმას მთავრობა საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს.

მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ დამატებით შემუშავებული ანტიკრიზისული ღონისძიებები კიდევ უფრო შეამსუბუქებს ეკონომიკური კრიზისის ნეგატიურ შედეგებს და მეტად ორიენტირებული იქნება მოქალაქეების მხარდაჭერაზე.

უწყებათშორის შეხვედრაზე სწორი მიზნობრიობების განსაზღვრის მიმართულებებით საკუთარი წინადადებები ჯანდაცვის მინისტრმა წარადგინა, ქვეყანაში არსებული ფინანსური რესურსების შესახებ ინფორმაცია კი წევრებს ფინანსთა მინისტრმა.

ამ დროისათვის, სხვადასხვა სახის ფულადი კომპენსაცია სახელმწიფოსგან, ჯამში, 685 986-მა ადამიანმა მიიღო.

Businesspartner