ეკონომიკა
26/08/2020

მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევაში საქართველოს შედეგი საამაყოა - ივანე მაჭავარიანი

მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგი საამაყოა, ზოგადად, ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგების შეფასებისას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კვლევამ მოიცვა 144 ქვეყანა და მრავალი ათასი კომპანია, მათ შორის, 500-ზე მეტი კომპანია საქართველოში.

"მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ამ შემთხვევაში, მოიცვა 2019 წლის გაზაფხულიდან 2020 წლის დასაწყისამდე პერიოდი. ძალიან საინტერესო და სასიხარულოა, რომ ამ 144 ქვეყნაში კორუფციის დონით, ჩვენ საუკეთესო ათეულში ვართ, რაც ყველაზე დაბალი ნიშნულია. თავად კორუფცია ფასდება რამდენიმე პარამეტრით. ერთ-ერთია, რამდენად მოუწია ქრთამის აღება სხვადასხვა კომპანიას. ამ შედეგით, 10 ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნათა რიგში ვართ მსოფლიოში. ასევე, 10 საუკეთესო ქვეყანას შორს მოხვდა საქართველო მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით. ყველაზე ნიშანდობლივი და საინტერესოა, რომ ისეთ სფეროებში, რომლებიც ტრადიციულად მაღალრისკიანია კორუფციის თვალსაზრისით, მაგალითად: ნებართვების გაცემა, ლიცენზიების გაცემა, ასევე, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა, აქ განსაკურებით დაბალია ეს მაჩვენებელი," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის კვლევა კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რა პროგრესს მიაღწია ქვეყანამ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ბოლო წლებში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ტურიზმი

ბაკურიანში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლაბაუ" 2023 წლის ზაფხულში გაიხსნება
01

08/11/2022
ეკონომიკა

"კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა
02

21/04/2023
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
03

04/03/2021
ბიზნესი

Biodiesel Georgia-მ 0,5 მლნ ლიტრამდე ბიოსაწვავი აწარმოა
04

14/10/2020
ბიზნესი

ჯადოსნური პერსონაჟები – როგორ დაიწყო NISA–მ ხელნაკეთი თოჯინების წარმოება
05

16/12/2022
ენერგეტიკა

ფალავანდიშვილი: ნამახვანმა დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში მასშტაბური პროექტის კეთება დიდი რისკია  
06

23/09/2021