ეკონომიკა
04/08/2020

მიხეილ ხიდურელი: რელოკაციის ფარგლებში უცხოელ ინვესტორებს საინტერესო პირობებს ვთავაზობთ

"აწარმოე საქართველოში" დირექტორის თქმით, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია გრძელდება.

„400-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან გვაქვს კომუნიკაცია. პანდემიის პერიოდში, "ნესტლეს" და "ნოკიასთან" ონლაინ შეხვედრების შემდეგ, უკვე ფიზიკურად ვუმასპინძლეთ „შტადლერის“ პრეზიდენტს.

„შტადლერი“ - მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარული კომპანიაა, რომელმაც სურვილი გამოთქვა საქართველოში წარმოების გაფართოებაზე, რაც კიდევ ერთხელ ასახავს იმას რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რელოკაციის ფარგლებში საინტერესო პირობებსა და გარემოს სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი შვეიცარიული კომპანიის „შტადლერი“ ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდნენ.

 

Businesspartner