ეკონომიკა
19/04/2023

მიხეილ დუნდუა: საქართველო 2030 წლისთვის მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება

ეკონომიკის ზრდის ტემპი 2022-2028 წლებში მიმდინარე პერიოდზე დაყრდნობით,დაახლოებით 51%-ით იზრდება. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუამ განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმად საქართველო მშპ-ს ოთხი მიმართულებით,  მსოფლიოში მეორე ადგილზე და აღმოსავლეთ ნახევარ სფეროში, (ევრაზია, აფრიკა, ოკეანის ქვეყნები და ავსტრალია) პირველ ადგილზე გავიდა.

"ეს არის ძალიან კარგი შედეგი და სიგნალი არამარტო ჩვენთვის, რომ გაბედულად განვახორციელოთ და გავაგრძელოთ ის რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ, არამედ დიდებული სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება და სანდოობა განვითარების კუთხით არის გაზრდილი,“-აცხადებს დუნდუა.

მისივე ინფორმაციით, ჩვენი ეკონომიკა და რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2022-2028 წლებში გაიზრდება, თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მსყიდეველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით,ქვეყანას შესანიშნავი შედეგი აქვს.  

„ის რეფორმები, რომელიც ტარდება პირობაა იმისა, რომ 2030 წლისთვის საქართველო  მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს,“ 

2025 წლისთვის საქართველო იქნება კეთილდღეობის იმ საწყისზე, რასაც კეთილდღეობის გაუმჯობესება ჰქვია. ამ პერიოდისთვის სიღარიბეც მკვეთრად იქნება შემცირებული. ამ კუთხით დამაიმედებელი პროგნოზები აქვს როგორც მსოფლიო ბანკს, ისე სსფ-ს“-აღნიშნავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

ცნობისთვის, სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2023 წელს 7600 აშშ დოლარს, ხოლო 2028 წლისთვის 11300 აშშ დოლარს გაუტოლდება. ამასთან, 2021 წელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი ევროკავშირის მაჩვენებლის 34.5%-ს შეადგენდა, 2022 წელს 37.1%-მდე გაიზარდა, ხოლო 2028 წლისთვის 46%-ს მიაღწევს, მაშინ როცა ევროკავშირის კანდიდატი ჩრდილოეთ მაკედონიის ანალოგიური მაჩვენებელი 40.8%, ხოლო მოლდოვის 37.6% იქნება.

 

 

 

Businesspartner