მერიამ პანდემიის გამო რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება გადადო
„2020 წელს პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გარკვეულ სამუშაოებს ჯერ ვერ ვიწყებთ“-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ასეთი პროექტებია მაგალითად, წერეთლის გამზირი, რომლის სრული რეაბილიტაცია გვქონდა დაგეგმილი; ქეთევან დედოფლის გამზირი, სადაც იგივე მიდგომები და დამოკიდებულება გვქონდა; ვაჟა-ფშაველას გამზირი; ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით გადამსვლელი ხიდის პროექტის განხორციელება; ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიის განახლება და მოწესრიგება“-აცხადებს კალაძე.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტებს, ამ ეტაპზე, არსებული რეალობიდან გამომდინარე, მერია დღეს ვერ იწყებს.„ თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში, შესაძლებელი იქნება მათი განხორციელება“, – განაცხადა თბილისის მერმა.