ეკონომიკა
13/04/2023

მალხაზ დოლიძე: 1 ტომარა პურის ფქვილი ბოლო ერთ წელში 12 ლარით გაიაფდა

ერთი ტომარა პურის ფქვილი ბოლო ერთ წელში 12 ლარით გაიაფდა.

როგორც პურის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამჟამად პროდუქტის ღირებულება 52 ლარს შეადგენს.

„ფქვილზე ფასები ბოლო პერიოდში მკვეთრად შემცირდა, რაც აისახა კიდეც პურის ღირებულებაზე და 10 თეთრით უკვე გაიაფდა. თუმცა, პურთან დაკავშირებით მოვლენები ძალიან ცვალებადია. შარშან იყო, როცა სუბსიდირებაც კი დაგვჭირდა. ასე რომ ვაკვირდებით პროცესებს.

რაც შეეხება პროგნოზებს, შევხედოთ. იმედი დავიტოვოთ, რომ წლის ბოლომდე ფქვილის და პურის ფასი სტაბილურად შენარჩუნდეს.“-აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში პურის მწარმოებლებისთვის ლოგისტიკური ხარჯები შემცირებულია.

„ბენზინზე ფასები შემცირდა, რაც ლოგისტიკურ ხარჯებს შეეშველა, თუმცა ქალაქში ლოგიტიკა ძალიან გაძნელებულია,“-განმარტა მალხაზ დოლიძემ.

Businesspartner