ეკონომიკა
26/10/2023

ლევან დავითაშვილი: ველოდებით, რომ "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, ბიზნესები ხელსაყრელ გარიგებებს დადებენ

„აბრეშუმის გზის ფორუმი“ წარმატებით მიმდინარეობს - გარდა იმისა, რომ პრაქტიკულ შეთანხმებებს ეწერება ხელი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებსა თუ  საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, იმედი გვაქვს, რომ ფორუმის ფარგლებში ბიზნესებიც მნიშვნელოვან და ხელსაყრელ გარიგებებს დადებენ, ამის წინაპირობები უკვე არის“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მედიასთან კომენტარში, სადაც ფორუმის მთავარი სადისკუსიო პანელები შეაჯამა.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ფორუმი ძალიან კარგი პლატფორმაა, სადაც პოლიტიკური ლიდერები ხვდებიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ბიზნესების წარმომადგენლებს. „ასეთი პლატფორმა, როგორც წესი, სხვა ფორმატების დროს არ არის ხოლმე, როდესაც შეგვიძლია, აქტუალურ, მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელოთ, კონკრეტული პრობლემები დავსვათ და შევთანხმდეთ გადაწყვეტაზე“ - განაცხადა მინისტრმა.

ფორუმის მთავარი თემა დაკავშირებადობის საკითხებს მოიცავს, მინისტრის ინფორმაციით,  საუბარი წარიმართა  არამხოლოდ სატრანსპორტო, არამედ შუა დერეფნის სხვა აქტუალურ საკითხებზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაზე აქტიურად მონაწილეობენ  შუა დერეფნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნები - ყაზახეთი, უზბეკეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი, ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი პირები.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მინისტრებთან ერთად, რომლებიც  პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე არიან პასუხისმგებელნი, პანელს ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის და სახმელეთო-სატრანსპორტო ორგანიზაციის ხელმძღვანელები. ვისაუბრეთ განვითარების ტენდენციებზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება შუა დერეფანში არსებული გამოწვევები დაიძლიოს საერთაშორისო, მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით. იცით, რომ არსებობს მკაფიო საგზაო რუკა, რომელიც დინამიკაში ახლდება და  ძირითადი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია, რის შესაძლებლობასაც  ფორუმი გვაძლევს“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022