ეკონომიკა
30/03/2021

ლაშა პაპაშვილი: ლარი რეზერვების გაყიდვის გზით უნდა გამყარდეს

"რედიქს ჯგუფის" დამფუძნებლის, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ბიზნესისთვის დამღუპველი ეფექტი აქვს.

"ლარის კურსი მცირე და საშუალო ბიზნესს კი არა მსხვილ ბიზნესს ისე ურტყამს, რომ უკვე გაუსაძლისია. უსწრაფესად და უმკაცრესად უნდა მოხდეს რაღაც ნიშნულზე მისი დასტაბილურება," - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

მისივე განცხადებით, დღეს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ლარის გამყარება სწორედ რეზერვების გაყიდვის გზით უნდა მოხდეს.

"მე არ ვიცი რატომ მოხდა, რომ საბაზისო განაკვეთი დაახლოებით ორი კვირის წინ ასწია ეროვნულმა ბანკმა, რაც მსოფლიოში იწვევს ეროვნული ვალუტის გამყარებას და აქ პირიქით მოხდა, 20%-ით არის გაუფასურებული ეროვნული ვალუტა. რისთვის აგროვებს ეროვნული ბანკი რეზერვებს მე არ ვიცი, ჩვენ აღარ ვიქნებით, რისთვის ვინახავთ როცა ახლა გვჭირდება,"-განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი უფასურდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.3850-ით დაიწყო, 11:45 საათისთვის 1 დოლარი 3.4047-ის ნიშნულზე იყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3846 ლარი შეადგინა.

2021 წლის დაწყებიდან დღემდე სებ-ს სულ $160 მლნ-ის ინტერვენცია აქვს განხორციელებული. COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა პანდემიურ 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022