ლაშა ხუციშვილი: თბილისს სჭირდება უფრო დიდი აეროპორტი
„ობიექტური მოცემულობაა, რომ თბილისს სჭირდება უფრო დიდი აეროპორტი, იქიდან გამომდინარე რომ მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა.“ - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა „ბიზნესპარტნიორის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ლაშა ხუციშვილის განმარტებით, თბილისის აეროპორტს დღეს არსებულ ტერიტორიაზე არ აქვს შესაძლებლობა, რომ იმ მასშტაბის გაფართოება განხორციელდეს, რა მასშტაბითაც ეს ქვეყანას სჭირდება. შესაბამისად დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.
„ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ვადებიც არსებობს, თუმცა ის ფაქტი, რომ დედაქალაქს აქვს უფრო დიდი აეროპორტის საჭიროება ეს ფაქტობრივი გარემოებაა. დეტალებთან და არსებულ კონტრაქტთან დაკავშირებით სამუშაო პროცესია, თუმცა არსებული მდგომარეობით საქართველოს, თბილისს სჭირდება უფრო მეტი გამტარუნარუიანობა და ეს ობიექტური მოცემულობაა.“აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 3 აპრილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობას აქვს ინტერესი ახალი აეროპორტი ააშენოს. არსებული ინფორმაციით,