ეკონომიკა
16/12/2021

ქუთაისში ელექტრომობილების ნაცვლად ელექტრობატარეების წარმოება დაიწყება

ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის ამოქმედება პანდემიის გამო გადაიდო და როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, მის ნაცვლად ელექტრობატარეების წარმოება დაიწყება. ნათი თურნავა იმედოვნებს, რომ მთავრობა ელექტრომობილების ქარხნის იდეას ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების შემდეგ მიუბრუნდება.

"მსოფლიოში კოორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის, დაკარგული სამუშაო ადგილების და გაღარიბების ფონზე, ძვირადღირებულ ავტომობილებისა და ელექტრომობილებზე მოთხოვნა შემცირებულია. რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმები, რომ საჯარო სექტორიც გადასულიყო ელექტრომობილებზე, ახალი შესყიდვები განეხორციელებინა და მხარი დაეჭირა ადგილობრივი წარმოებისთვის, გადაიდო, რადგან ჩვენი ბიუჯეტი სულ სხვა პრიორიტეტებით არის დატვირთული.

თუმცა, ვმუშაობთ ელექტრობატარეების წარმოების საქართველოში შექმნის პროექტზე, რომელიც თავისი შინაარსით მიახლოებულია ზემოთ აღნიშნულ პროექტთან, ორიენტირებულია ენერგიის დაზოგვა-დაგროვებაზე და ვფიქრობთ, შეიძლება ამ ტერიტორიაზე მსგავსი ტექნოლოგიებით მომუშავე საწარმოები განვითარდეს. იმედი მაქვს, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება, ქარხანა თავისი ძირითადი მიმართულებით, ელექტრომობილების წარმოებით ამოქმედდება, რადგან როდესაც საუბარია მწვანე ეკონომიკაზე, აუცილებელია ქვეყანას მსგავსი წარმოება ჰქონდეს," - აცხადებს ნათია თურნავა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის გახსნაზე 2019 წელს დაანონსდა, დაანონსდა ისიც რომ Made in Kutaisi ელექტრომობილები ექსპორტზე ევროკავშირშიც გავიდოდა. პროექტი კომპანია „აიგრუპს“ 10 ჰა მიწის ფართზე უნდა განეხორციელებინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ტურიზმი

ბაკურიანში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლაბაუ" 2023 წლის ზაფხულში გაიხსნება
01

08/11/2022
ეკონომიკა

"კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა
02

21/04/2023
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
03

04/03/2021
ბიზნესი

Biodiesel Georgia-მ 0,5 მლნ ლიტრამდე ბიოსაწვავი აწარმოა
04

14/10/2020
ბიზნესი

ჯადოსნური პერსონაჟები – როგორ დაიწყო NISA–მ ხელნაკეთი თოჯინების წარმოება
05

16/12/2022
ენერგეტიკა

ფალავანდიშვილი: ნამახვანმა დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში მასშტაბური პროექტის კეთება დიდი რისკია  
06

23/09/2021