KTW ჯგუფი მზადაა ახაშენი ღვინის კურორტი სახელმწიფოს საკარანტინო ზონად დაუთმოს
KTW ჯგუფი მზადაა ახაშენი ღვინის კურორტი & სპა სახელმწიფოს საკარანტინო ზონად დაუთმოს.
კომპანია აცხადებს, რომ იზიარებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფოს კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით.
“ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა პრობლემატური იყოს ქვეყანაში საკარანტინო ზონების მობილიზება. ეს პრობლემა მწვავედ დგას კონკრეტულად კახეთის რეგიონშიც. შესაბამისად, KTW ჯგუფი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს სასტუმრო-კომპლექსი “Akhasheni Wine Resort& spa”, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს, დროებით სრულად დაუთმოს სახელმწიფოს, საკარანტინო ზონად გამოსაყენებლად”, – განმარტავენ კომპანიაში.
სასტუმრო „Akhasheni Wine Resort&Spa”, მოიცავს 41 სასტუმრო ნომერს, მათ შორის ადაპტირებულ ნომრებს შშმ პირებისთვის. შესაბამისად, ამ ლოკაციაზე კომფორტული საკარანტინო ზონის მოწყობაა შესაძლებელი.
KTW ჯგუფი იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო და მსოფლიო მოკლე დროში შეძლებენ ამ გლობალურ პრობლემასთან გამკლავებას და სმალე ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.