ეკონომიკა
28/02/2020

კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

ავიამიმოსვლასთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ირანთან სახმელეთო საზღვარიც ჩაიკეტა, გარკვეული შეზღუდვებია ჩინეთიდან იმპორტზე.  გამკაცრებულია  კონტროლი სახმელეთო საზღვარზე აზერბაიჯანთან და თურქეთთანაც.  თურქეთიდან საქართველოში ნებადართული არ არის შემოსვლა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ბოლო 21 დღის განმავლობაში მაღალი რისკის ქვეყნებში იმყოფებოდა.

რა პრობლემებს უქმნის ეს მოვლენები საქართველო-ირანის სავაჭრო ურთიერთობებს და როგორია კორონავირუსის პირდაპირი და ირიბი გავლენები საქართველოს ეკონომიკაზე საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის  დირექტორთა საბჭოს წევრმა ვანო მთვრალაშვილმა ბიზნესპარტნიორში ისაუბრა.

Businesspartner